„რეალმა“ სერხიო რამოსთან დაკავშირებით ახალი გადაწყვეტილება მიიღო!
სერხიო რამოსის ირგვლივ ძალიან ბევრი ინფორმაცია ვრცელდება. გარდა იმისა, რომ ესპანელმა ფეხბურთელმა გასულ კვირებში რეკორდები მოხსნა, ასევე მოახდინა საკუთარი წიგნისა და დოკუმენტური ფილმის პრეზენტაცია, სიახლეები ახლაც გრძელდება...
გავრცელებული ინფორმაციით, სამეფო კლუბი ესპანელის კონტრაქტს გადახედავს და კაპიტანი ახალ შეთავაზებას მიიღებს. სერხიოს „ბლანკოსთან“ მოქმედი ხელშეკრულება 2021 წლის 30 ივნისს ეწურება, მადრიდის „რეალი“ კი აპირებს, რომ კონტრაქტი კიდევ 1 წლით გაახანგრძლივოს, რაც იმას ნიშნავს, რომ რამოსი „ბლანკოსში“ კიდევ მინიმუმ 3 სეზონის მანძილზე დარჩება და კონტრაქტის ამოწურვის დროს უკვე 36 წლის იქნება.
ამასთანავე ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, „ბლანკოსი“ ესპანელ მოთამაშეს ხელფასს 1.5 მილიონი ევროთი გაუზრდის.
- 12 სექტემბერი 2019
- 4 968
- 3