კაპდევილა: " პელეგრინის უსამართლოდ იწუნებენ მადრიდში"
ყვითელი წყალქვეშამენავე მცველი აქებს პელეგრინის
ვილიარეალის მცველმა განაცხადა, რომ მანუელ პელეგრინის უსამართლოდ აკრიტიკებენ მადრიდში.
32 წლის მოთამაშეს სჯერა, რომ პელეგრინი მნიშვნელოვან საქმეს უკეთებს მადრიდის რეალს. ის ასევე აღნიშნავს იმასაც, რომ მანუელს უბრალოდ არ გაუმართლა ბარსასთან თამაშისას.
"მე ვფიქრობ, რომ მას(პელეგრინის) უსამართლოდ იწუნებენ. როდესაც ის იგებს 6 თამაშს ზედიზედ ეს არაფერია და როცა აგებს ერთს ეს მისი ჩავარდნაა და არა გუნდის. ასე ხდება მადრიდის რეალში." განუცხადა კაპდევილამ marcas-ს.
"მისი ერთადერთი ჩავარდნა, ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნაა, სხვა მხრივ ის კარგ სეზონს ატარებს. ლა ლიგაში მის გუნდს ქულების სარეკორდო მაჩვენებელი აქვს. ის ეჯიბრება ბარსას, რომელიც ახლა ყველაზე ძლიერია მთელ თავის ისტორიაში.
კაპდევილამ ასევე აღნიშნა, რომ პელეგრინის არა აქვს ისეთი სერიოზული ხასიათი, როგორიც ხალხს ჰგონია. მცველის აზრით მანუელი ძალიან ეხმარება ფეხბურთელებს.
"ის სულ მის ფეხბურთელებთანაა,ენდობა მათ და ხუმრობს მათთან ერთად. მას არ აქვს ისეთი სერიოზული ხასიათი, როგორიც ხალხს ჰგონია." დაასრულა მან.
პრიმერა დივიზიონის შემდეგ ტურში ვილიარეალი ელ მადრიგალზე, მასპინძლობს ბარსელონას.ამასთან დაკავშირებით კაპდევილამ იხუმრა და თქვა, რომ ისინი ადვილად მოიგებდნენ.
"ჩვენ მოვიგებთ ძალიან ადვილად" გაიხუმრა მან და დაამატა " სიმართლე, კი არის ის, რომ ეს იქნება ძალიან ძნელი. ჩვენ ვხვდებით იმ გუნდს, რომელიც ასპარეზობს ჩემპიონთა ლიგაზე. ბარსელონასთვის ელ მადრიგალი არაა ხელწამოსაკრავი სტადიონი და მათ იციან, რომ მოუწევთ კარგად თამაში და კონცენტრირების მოხდენა ამ თამაშზე.დღეს ჩვენ ვიცით, რომ უფრო დაბლა ვდგავართ, ვიდრე ბარსელონა და არამარტო ჩვენ, მთელი მსოფლიო.ჩვენ შევეცდებით, რომ გავურთულოთ ბარსას საქმე."
წყარო: goal.com
- 28 აპრილი 2010
- 1 782
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.