რონალდინიო: ძალიან მინდა ბერნაბეუზე თამაშის დროს ტაში დამიკრან
ბრაზილიელმა რონალდინიომ ჟურნალისტებთან ისაუბრა 25 აგვისტოს მატჩზე , რომელიც ბერნაბეუს თასის ეგიდით გაიმართება...
,,მილანს 25 აგვისტოს შეხვედრა აქვს სერიოზულ მეტოქესთან, მადრიდის რეალი არ არის სახუმარო გუნდი, სამეფო კლუბი ყოველთვის იყო ანგარიშგასაწევი, მათი დამარცხება ყოველთვის ძალიან რთული იყო და იქნება”.
,,მე სანტიაგო ბერნაბეუს პუბლიკამ იმხელა პატივი მცა, რომ ამას არასდროს დავივიწყებ, მე ვთამაშობდი კატალონიის ბარსელონაში, რომელიც მადრიდის დაუძინებელი მტერია, მადრიდული პუბლიკა კარგი თამაშის გამო ფეხზე წამომიდგა და ტაში დამიკრა, ეს ჩემთვის ენით აღუწერელი სიამოვნება იყო, 25-ში ვაპირებ უმაღლეს დონეზე თამაშს და იმედი მაქვს, რომ ,,ბლანკოსის” გულშემატკივრები კიდევ ერთხელ დამიკრავენ ტაშს ჩემი თამაშის გამო. მე და ჩემი გუნდი ვაპირებთ რეალის დამარცხებას და სანტიაგო ბერნაბეუს სახელობის თასზე დაუფლებას” - განაცხადა ბრაზილიელმა ვარსკვლავმა.
- 6 აგვისტო 2009
- 4 564
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.