„ლევანტესთვის“ მზადება განახლდა
ორდღიანი შესვენების შემდეგ მადრიდის „რეალმა“ ვარჯიში განაახლა...
პირველ რიგში დავიწყოთ ძალიან სასიხარულო ინფორმაციით, რომელიც სამეფო კლუბში ფიქსირდება. ედენ აზარმა სრულიად გაიარა აღდგენითი კურსი და დღეს პირველად, 100%-იანი დატვირთვა მიიღო. თამამად შეიძლება თქვას, რომ ბელგიელი ფეხბურთელი ლა ლიგის მეოთხე ტურში ზიზუს გუნდის სამსახურში იდგება.
მთავარმა მწვრთნელმა დღევანდელ სესიასზე დიდი ყურადღება დაუთმო ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესებას და ტაქტიკურ მონახაზებს. ზიდანმა ასევე ყურადღება მიმართა ბურთის ფლობის კომპონენტზე.
კოლექტივთან ერთად იყვნენ კასტილიელი მოთამაშეები, რომლებიც მთავარ გუნდთან ერთად იქამდე ივარჯიშებენ, სანამ ზიზუს ნაკრებების შეგირდები არ დაუბრუნდებიან.
ტრავმირებული მოთამაშეები აღდგენით პროცესს განაგრძობენ.
- 10 სექტემბერი 2019
- 9 795
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.