დელ ბოსკე:„„რეალი“ ძალიან ბევრ გოლს უშვებს, ეს დიდი პრობლემაა“

ვისენტე დელ ბოსკემ „რეალში“ არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა...

„მე ვთვლი, რომ კრიშტიანო რონალდუს წასვლის შემდეგ სამეფო კლუბმა ახალი ფეხბურთის თამაში დაიწყო, რაც იოლი ნამდვილად არ არის, მაგრამ წარუმატებლობის მიზეზს სხვა გარემოებაში ვხედავ.“

„დაცვაში თამაში აუცილებლად გამოსასწორებელია. სამეფო კლუბი ყველა მატჩში გოლს უშვებს, რიგ შემთხვევაში 2 გოლსაც, რაც ნამდვილად ძალიან დიდი პრობლემაა და ამ პრობლემების არაღმოფხვრის შემთხვევაში გუნდის შედეგები ისევ ცუდი იქნება.“

„დიახ, სამეფო კლუბი ყოველთვის უშვებდა გოლებს, მაგრამ გაცილებით მეტი გაჰქონდა. ახლა რას ვხედავთ? გუნდი ბევრს ვერ იტანს და სამწუხაროდ, ბევრს უშვებს.“

„დარწმუნებული ვარ, უკანა რგოლის ყურადღებით თამაშის შემთხვევაში, შესაძლებელია კარის მშრალად შენახვა ისეთ გუნდებთან, როგორებიც არ გამოირჩევიან განსაკუთრებული შეტევითი ხაზით.“

„მერწმუნეთ, „ბლანკოსმა“ რომ დაცვაში თამაში გააძლიეროს და გოლები არ გაუშვას, გოლების ის რაოდენობა, რასაც იტანს სავსებით საკმარისი იქნება ტიტულების მოსაგებად.“

  • Ramos
  • 7 სექტემბერი 2019
  • 7 295
  • 4

1

7 სექტემბერი 2019 15:20

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
დაბრუნდი რა ბოაკე დაბრუნდი რეალში და დაიწყე ახალი ხანა მაგრად მინდა ამის რეალში ხილვა და მგონი თვითონაც სურს მოსვლა

2

7 სექტემბერი 2019 15:48

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 147
ციტატა: rauli, icer ans sergio (ris)
დაბრუნდი რა ბოაკე დაბრუნდი რეალში და დაიწყე ახალი ხანა მაგრად მინდა ამის რეალში ხილვა და მგონი თვითონაც სურს მოსვლა

ლალიგის თასს აღნიშნავდა როცა გაიგო უშვებდა ფლორია, უდიდესი შეცდომა იყო ეს, მაქამდე უკვე ორი ლიგა ქონდა მოგებული და გაუშვა რა კაცი მერე მოყარა ლუშემბურგოები, კამაჩოები, და ფარჩაკები, მაკელელეც მიაყოლა და გუნდი გაანადგრა, ამხელა შეცდომა არ უნდა დაეშვა რა ფლრიას. თორე დელბოსკეს რეალი 2OOO-2OO2 ში რომ თამაშობდა ყველა დროის ულამაზესი ფუტბოლი იყო რეალის შესრულებით, ხატავდენ სიკლანსით მოედანს, 2 გაუშვებდა 6 იტანდა, მაშინ ბარსელონასაც აწამებდენ, ლიგაზე ბარსელონაც წაიხიეს და ბავარიაც, აი ბავარიას რომ მოუგეს 2-O მაქ რო შტურმი და ბაიერნის წიოკი იყო რავი რა, დღევანდეო დღესავით მახსოვს, და სხვათაშორის მაშინ ბერნაბეუზე ყველას აფარჩაკებდა რეალი, მთავარი იარაღი იყო, ახლა უჭირთ სახლში ვიდრე გასვლაზე რა. დელბოსკეს რეალი და ზიზუს 2O17 წლის რეალი იყო საოცრება.
-----------------------
რონალდინიო: "ზიდანი იყო ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც ბრაზილიელები არაფრად ჩაგვთვალა." მესი-კარიერაში მხოლოდ ერთ ფეხბურთელს ვთხოვე მაისური, ზიდანს!

3

7 სექტემბერი 2019 18:20

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
მართალია ულვაშა.რეალს დაცვა არ ყავს.რამოსმა დაიკიდა,რადგან მოტივაცია აღარ აქვს ტიპს,ყველაფერი მოიგო.ნაჩო საშუალო დონისაა,აღარც მარსელო ბრწყინავს,მილიტაო ჯერ ვერ მოერგო და რეალის დაცვაში სრული ქაოსია.მინიმუმ 2 სერიოზული მცველი ჭირდება გუნდს.თუ არა და ბარსელონა ძველებურად დაასკორავს თავზე.....

4

7 სექტემბერი 2019 18:52

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
დელ ბოსკეს რეალი იყო უძლიერესი გუნდი მსოფლიოში დააკვდეთ ერ ადგილას გვარდიოლას მსახიობების გუნდი

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)