ბეილი:„ბედნიერი არ ვარ, მაგრამ ვთამაშობ, რადგან ეს ჩემი მოვალეობაა“
გარეთ ბეილის ინტერვიუმ ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია. უელსელი ბედნიერი არ არის...
„საკმაოდ საკვირველია, რომ „რეალში“ დავრჩი, ვინაიდან ჩემი წასვლა გადაწყვეტილი იყო, თუმცა ხშირად იცვლება მოვლენები.“
„ვერ გეტყვით, რომ ბედნიერი ვარ და ბედნიერად ვთამაშობ, მაგრამ ეს ჩემი მოვალეობაა. პროფესიონალი ვარ და ვცდილობ, დაკისრებულ მოვალეობას თავი ადეკვატურად გავართვა.“
„შარშანდელი წარუმატებლობა მთელი გუნდისთვის მტკივნეული იყო, მაგრმა ყველაზე დიდი ზეწოლა ჩემზე მოდიოდა. კრიტიკას არაფრად ვთვლიდი და ყურადღებას არ ვაქცევდი, ვინაიდან დამნაშავე მხოლოდ მე არ ვიყავი და არ ვიმსახურებდი გამორჩეულად დიდი წნეხის ქვეშ მოქცევას.“
„დარწმუნებული ვარ, ჩვენ დასკვნების გაკეთება მოგვიწევს და „რეალთან“ მიმართებაში კიდევ იქნება არეულობა.“
- 7 სექტემბერი 2019
- 9 997
- 12
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.