ალფონს არეოლა - „რეალის“ ახალწვეული!
ალფონს არეოლა მადრიდის „რეალის“ კიპერია. სულ ცოტა ხნის წინ სამეფო კლუბმა გოლკიპერის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა...
არეოლა 26 წლის არის და საკმაოდ დიდ გამოცდილებას ფლობს. ალფონსი ასევე იყო საფრანგეთის ნაკრების წევრი მაშინ, როდესაც გუნდმა მუნდიალი მოიგო.
არეოლას „პსჟ“-ს წარმატებებში უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი, მას პარიზული კლუბის რიგებში 100-ზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული.
26 წლის კარის დარაჯის ანგარიშზეა 1 მსოფლიო ჩემპიონატის თასი, 3 საფრანგეთის ჩემპიონობა, 2 საფრანგეთის თასი, 4 საფრანგეთის სუპერთასი, 1 მსოფლიო ჩემპიონატი 20 წლამდელებს შორის.
არეოლამ ახალგაზრდული გუნდების შემდეგ პროფესიონალური კარიერა „პსჟ“-ში 2009 წელს დაიწყო და 2013 წლამდე პარიზული კლუბის ღირსებას იცავდა, შემდეგ იყო „ლანსი“, რომელშიც 2013/14 წლებში იასპარეზა, 2014/15 წლებში ალფონსმა ძალები „ბასტიაში“ მოსინჯა, 2015/16 წლებში კი „ვილიარეალში“. ამის შემდეგ არეოლა კვლავ „პსჟ“-ში დაბრუნდა და 3 წლის მანძილზე საფრანგეთის დედაქალაქში გამოდიოდა.
2019 წლის 2 სექტემბრიდან გოლკიპერი სამეფო კლუბს ეკუთვნის.
წარმატებები არეოლას!
- 2 სექტემბერი 2019
- 1 791
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.