„ბარსელონამ“ ქულები ისევ დაკარგა, „რეალს“ სხვაობის გაზრდის შანსი აქვს
კატალონიის „ბარსელონამ“ ლა ლიგის მესამე ტურშიც წაიბორძიკა...
ერნესტო ვალვერდეს გუნდმა პამპლუნაში წაიბორძიკა. ისტორიულად, „ოსასუნა“ „ბარსელონასთვის“ არასდროს იყო მარტივი მეტოქე და ეს დღესაც დამტკიცდა.
კატალონიელებმა 2-2 ითამაშეს და ქულები კვლავ დაკარგეს. ერნესტოს გუნდს 3 ტურის თავზე მხოლოდ 4 ქულა აქვს.
ლა ლიგის მოქმედი ჩემპიონის ფრე შანსს აძლევს „რეალს“, რომ სხვაობა კიდევ უფრო გაზარდოს.
იმ შემთხვევაში, თუ ზინედინ ზიდანის გუნდი „ვილიარეალს“ დაამარცხებს და 3 ქულას ჩაიწერს აქტივში, საერთო ჯაში 7 ქულას მოაგროვებს და „ბლაუგრანასთან“ სხვაობას 3 ქულამდე გაზრდის.
- 31 აგვისტო 2019
- 15 819
- 40