პოგბა აზარის ბედს გაიზიარებს
პოლ პოგბასთან მიმართებაში ის სცენარი ვითარდება, როგორიც ედენ აზარის შემთხვევაში ვიხილეთ...
ფრანგ ფეხბურთელს „მანჩესტერთან“ ახალ კონტრაქტზე საუბარიც აღარ სურს, მაგრამ მოქმედი ხელშეკრულებით ვალდებულია გუნდში 2021 წლამდე დარჩეს.
გამომდინარე იქედან, რომ „იუნაიტედს“ ჯერ კიდევ დიდი დრო აქვს, პოლის ფასს დაბლა არ წევს და რეკორდული თანხის მიღებას ითხოვს.
ანალოგიური სცენარი ვითარდება ედენ აზარის შემთხვევაშიც, როდესაც „ჩელსი“ მას არაფრის დიდებით არ უშვებდა, მაგრამ როდესაც კონტრაქტის ამოწურვამდე 1 წელი დარჩა, ლონდონურმა კლუბმა პოზიცია შეცვალა, ვინაიდან ბელგიელი ვარსკვლავის უფასოდ დაკარგვის საშიშროება დადგა.
როგორც სჩანს, პოგბას „ბლანკოსში“ ტრანსფერი 1 წლით გადაიწევს და ფლორენტინო პერესი მომდევნო ზაფხულს გაცილებით მეტი ბერკეტით ეცდება მსოფლიო ჩემპიონის შეძენას.
- 30 აგვისტო 2019
- 3 745
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.