ბენზემა:„ვფიქრობ, საკმაოდ რთულ ჯგუფში მოვხვდით“
კარიმ ბენზემამ ჩემპიონთა ლიგის წილისყრის შედეგები შეაფასა...
„ვფიქრობ, საკმაოდ რთული ჯგუფში მოვხვდით. ყველა გუნდს დიდი გამოცდილება აქვს ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე და დიდი ბრძოლები გველის.“
„„პსჟ“ ძლიერი მეტოქე იქნება, ტუხელის გუნდთან ძალიან მნიშვნელოვანი მატჩები გველის.“
„თურქეთში თამაში არასდროსაა მარტივი, ისევე როგორც ბელგიაში. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ჯგუფური ეტაპი პირველ ადგილზე დავასრულოთ.“
- 30 აგვისტო 2019
- 3 076
- 28