"მადრიდის რეალი" ნებას რთავს რაულს თვითონ აირჩიოს თავისი მომავალი
რაულის მომავალი მის ხელშია.
მიუხედავად ბევრი შესაძლებლობისა სხვა გუნდებში წასვლის, რაულს შეუძლია დარჩეს მადრიდის რეალში კიდევ 1 სეზონი.
რაულს აქვს კოჭის ტრავმა და ის სეზონის ბოლომდე ვერ ითამაშებს.მას შეუძლია გადაბარგდეს ინგლისში ან ნიუ-იორკის "red buls"-ში.
"marca"- გვატყობინებს, რომ გადაწყვეტილებას რაულის წასვლაზე მიიღებს თვითონ რაული და არა კლუბი. კლუბმა განუცხადა რაულს, რომ მისი მომავალი მის ხელშია და რეალი არ შეეცდება მის გაყიდვას 2011 წლის 30 ივნისამდე.
კრისტიანო რონალდოს და კარიმ ბენზემას მოსვლით რაულის სათამაშო დრო შემცირდა. თუმცა მადრიდის რეალის კაპიტანი დუმს და არ გამოთქვამს უკმაყოფილებას. ლეგენდამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მას უნდა ფეხბურთის თამაშის გაგრძელება, მაგრამ ეს სრულებითაც არ ნიშნავს იმას, რომ მას უნდა მადრიდის რეალში დარჩენა.
წყარო: goal.com
- 27 აპრილი 2010
- 2 315
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.