სექტემბრის მეორე ნახევარი განსაკუთრებით დატვირთული იქნება
მადრიდის „რეალს“ სექტემბერში 6 მატჩის ჩატარება მოუწევს...
აღსანიშნავია, რომ პირველი სექტემბრის შემდეგ სამეფო კლუბის ფეხბურთელები ნაკრებებს დაეხმარებიან, 14 სექტემბრიდან კი საკლუბო მატჩებს განაახლებენ.
14-ში ზიზუს გუნდის მეტოქე „ლევანტე“ იქნება, შემდეგ კოლექტივს ჩემპიონთა ლიგაზე მოუწევს გამოსვლა, მატჩი 17 ან 18 სექტემბერს შედგება.
22-ში „რეალი“ ანდალუსიას ეწვევა და ადგილობრივ „სევილიასთან“ გაარკვევს უძლიერესის ვინაობას, 25-ში „ბლანკოსი“ საშინაო არენაზე „ოსასუნას“ უმასპინძლებს, 28-ში კი მადრიდული დერბი შედგება, სადაც მასპინძელი „ატლეტიკო“ იქნება.
გამოდის, რომ 14 სექტემბრის შემდეგ მადრიდელებს 3 დღეში ერთხელ მოუწევთ თამაში, თანაც საკმაოდ მძიმე მეტოქეებთან.
- 28 აგვისტო 2019
- 2 514
- 16
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.