მადრიდში დიუპონტს სერიოზული კრიტიკოსები გამოუჩნდნენ
მიუხედავად იმისა, რომ გრეგორი დიუპონტი მადრიდში დიდი ზარ-ზეიმით მოვიდა, მის მიმართ უკვე დიდი კრიტიკა ისმის...
მას შემდეგ, რაც „ბლანკოსმა“ პრე-სეზონი დაიწყო თვენახევარზე ოდნავ მეტია გასული და მცირე ხნის მიუხედავად „რეალის“ ფეხბურთელებმა უკვე 10-ჯერ მიიღეს ტრავმა, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა კუნთების დაზიანებაზე მოდის.
ბოლოს დაშავებული ფეხბურთელი ისკო ალარკონია, რომელსაც ასევე კუნთების დაზიანება აღენიშნება.
მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერ და სახელგანთქმულ ფიზ.მომზადების მწვრთნელს მადრიდში სერიოზული კრიტიკოსები გამოუჩნდნენ.
მოწინააღმდეგე მხარე ფიქრობს, რომ გრეგორის მეთოდები არ ამართლებს და ამის აშკარა გამოხატულება ის ტრავმიანობაა, რომელიც გუნდში მძვინვარებს.
- 28 აგვისტო 2019
- 2 229
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.