Toronto FC
ხვალინდელი მატჩი რეალისთვის რამდენიმე მიზეზის გამოა მნიშველოვანი, გუნდის შეთამაშება, კაკას დებიუტი... ჩემი აზრით, რეალის გულშემატკივართათვის საინტერესო იქნება ინფორმაცია იმაზე, თუ რას წარმოადგენს Toronto FC, როგორი განწყობაა ქალაქაში და ასე შემდეგ.
ტონონტო კანადის უდიდესი ქალაქია დაახლოებით ხუთი მილიონი მაცხოვრებლით. მიუხედავად ამისა, Toronto FC-ის სტადიონი (BMO Field) სულ რაღაც 20.500 მაყურებელს იტევს. ეს იმით აიხსნება, რომ ფეხბურთი, აქ არ ითვლება სპორტის პოპულარულ სახეობად და ბეისბოლის, კალათბურთის და ხოკეის შემდგედ პოპულარობით მეოთხე ადგილზეა.
თავად Toronto FC 2006 წელს დაარსდა და შესაბამისად რაიმე განსაკუთრებული ტრადიციების მატარებელი არაა. აღსანიშნავია, რომ ეს კლუბი არის პირველი არა ამერიკული კლუბი ჩრიდოლეთ ამერიკულ პროფესიონალურ საფეხბურთო ლიგაში. მიუხედავად მოკრძალებული შედეგებისა Toronto FC-ის გულშემატკივართა დიდი არმია ჰყავს დაახლოებით 14 000 წევრით, რომლებიც ყოველთვის გულმხურვალედ უჭერენ მხარს თავის საყვარელ კლუბს.
ქალაქში არაფერი განსკაკუთრებული არ იგრძნობა. მქონდა შეხება აქაურ რეალის გულშემატკივრებთან და შეიძლება ითქვას, რომ არანაირ მნიშველობას არ ანიჭებენ რეალის ვიზიტს და სტადიონზე წასვლასაც არავინ აპირებს, მაგრამ ბილეთების უდიდესი ნაწილი გაყიდულია და ხვალ სტადიონი ალბათ ბოლომდე გაივსება.
P.S მე ეხლა ტორონტო-ში ვარ და ეს ყველაფერი ამიტომ ვიცი, ხვალ სტადიონზე მივდივარ და თამაშის შემდგეგაც დავწერ თამაშის შესახებ სტატიას.
- 6 აგვისტო 2009
- 3 972
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.