„რეალი“ მეორე ტურისთვის მზადებას იწყებს
ზინედინ ზიდანის გუნდმა კვირის პირველი ვარჯიში გამართა...
კოლექტივი „ვალიადოლიდთან“ მატჩისთვის მზადებას იწყებს. ზიზუს სურს, რომ ლიდერობა არავის დაუთმოს და „რეალმა“ განსაკუთრეუბლი სტაბილურობა აჩვენოს.
დღევანდელ სესიაზე დიდი ყურადღება დაეთმო კომბინაციურ თამაშს, კარში ზუსტ დარტყმებს და ფიზიკურ კონდიციებს.
ბრაჰიმ დიასი კოლექტივთან ერთად ვარჯიშობს, მან ტრავმა სრულად მოიშუშა.
მარიანო დიასი და როდრიგო გოეში გარკვეულ დისკომფორტს გრძნობენ, აზარი და ასენსიო კი აღდგენით კურსს გადიან.
აუცილებლად აღსანიშნავია, რომ ფერლან მენდის სარეაბილიტაციო კურსი სრულდება და მან დღეს გარკვეული დატვირთვა მიიღო.
- 19 აგვისტო 2019
- 1 994
- 5