მადრიდელების ჩრდილო ამერიკული ტურნე იწყება
სამეფო გუნდის 4 დღიანი ჩრდილო ამერიკული ტურნე სტარტს უახლოვდება.მადრიდელები ამ დროის განმავლობაში ესტუმრებიან როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებს, ასევე კანადას.ამ უკანასკნელ ქვეყანაში ესპანელების პირველი ვიზიტი იქნება.აღსანიშნავია, რომ გუნდს თან ახლავს შემდეგი ფეხბურთელები: კასილასი, ალონსო, კაკა, არბელოა და გრანერო.
მადრიდული ექსპედიცია კანადაში ადგილობრივი დროით პირველ საათზე იქნება.ფეხბურთელები ვარჯიშის წინ დასასვენებლად სასტუმროში დაბინავდებიან.მანუელ პელეგრინი კი საღამოს პრესკონფერენციას გამართავს.7 აგვისტოს კი ესპანელები ”ტორონტოს” წინააღმდეგ გამართავენ ამხანაგურ შეხვედრას, რომლის დამთავრების შემდეგაც ისინი ამერიკაში გაემგზავრებიან.მადრიდელები ვაშინგტონის დროით 2 საათზე ჩაფრინდებიან ამერიკაში, სადაც ანალოგიურად იქნება ვარჯიში და პრესკონფერენცია.მეორე დღეს (9 აგვისტოს) ”რეალი” მორიგ ამხანაგურ მატჩს ”დ.ს. იუნაიტედთან” გამართავს.
დედაქალაქელები მადრიდში 10 აგვისტოს დაბრუნდებიან.
- 6 აგვისტო 2009
- 3 458
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.