"რეალი" "ღამურელ" ბავშვს აკვირდება
პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მადრიდის "რეალი" დაინტერესებულია "ლევანტეს" 13 წლის ფეხბურთელით, ლანდერ ჰერერათი.
რამდენიმე დღის წინ, მადრიდელი სკაუტი ვალენსიაში იმყოფებოდა, სადაც ახალგაზრდა ნიჭიერის გუნდი, "კასტელონს" ეპაექრებოდა (საუბარია "ბავშვების" ჩემპიონატზე).აღსანიშნავია, რომ "რეალის" წარმომადგენელი მატჩის შემდეგ ჰერერას მამას შეხვდა, რომელსაც შვილის დედაქალაქში წაყვანა შესთავაზა (მშობლებმა მოსაფიქრებლად 1 კვირა მოითხოვეს).
ცამეტი წლის მოთამაშემ, ბოლო 14 მატჩში 23 გოლი გაახვია მოწინაღმდეეგბის კარში.ალბათ, სწორედ ამ ფაქტმა დააინტერესა მადრიდის "რეალი."
აქვე მინდა გითხრათ, რომ "ღამურელი" ბავშვისთვის "ბილბაო" და "ვილიარეალიც" იბრძვიან, თუმცა "თეთრების" მთავარი მეტოქენი მაინც "ატლეტიკელები" არიან, რამეთუ ჰერერების ოჯახს ბასკური ფესვები აქვს და შესაძლოა ამ ფაქტორმა განაპირობოს ლანდერის მომავალი კლუბის ვინაობა.
- 27 აპრილი 2010
- 2 059
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.