ახალი მიზანი - მაურო იკარდი!
იტალიურ გამოცემებზე დაყრდნობით, მაურო იკარდი „ინტერში“ დარჩენას არ აპირებს. ანტონიო კონტე ფსონს რომელუ ლუკაკუზე ჩამოდის. აღსანიშნავია, რომ არგენტინელი ფორვარდი 9 ნომრიანი მაისური სწორედ ბელგიელ ფორვარდს გადასცეს...
გავრცელებული ინფორმაციით, იკარდი „რეალს“ კვლავ დაუკავშირეს და არ არის გამორიცხული, ფლორენტინო პერესმა წინა ხაზი 26 წლის ძალიან ნიჭიერი ფორვარდით გააძლიეროს. აღსანიშნავია, რომ იკარდის „ინტერის“ რიგებში 188 მატჩი აქვს ჩატარებული და 111 გოლს მოითვლის, რაც თავისთავად ძალიან კარგი შედეგია. მაურო მიეკუთვნება იმ ფორვარდების რიცხვს, რომელიც დამაგვირვინებელ ფაზაში ეფექტურად მოქმედებენ.
- 14 აგვისტო 2019
- 2 650
- 6
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.