ნეიმარს „ბარსაში“ თამაში სურს, „პსჟ“ „რეალისკენ“ იხრება
ნეიმართან დაკავშირებით სიტუაცია საკმაოდ მძიმეა...
პარიზულ კლუბს ნეის სანაცვლოდ მაქსიმალური თანხის გამომუშავება სურს. მსურველი ორი გუნდია, „რეალისა“ და „ბარსელონას“ სახით.
ნეიმარს წასვლის პერსპექტივა ხიბლავს, მაგრამ მას „ბლაუგრანაში“ დაბრუნება სურს, ხოლო ალ ჰელაიფი „რეალისკენ“ იხრება.
იმ შემთხვევაში, თუ კლუბი და ფეხბურთელი ვერ შეთანხმებდებიან, ნეისთვის „რეალის“ ოპტიმალური გამოსავალი იქნება, ვინაიდან პარიზში დარჩენას მადრიდში გადასვლა ურჩევნია.
Cadena Ser-ის მიმომხილველი, მარსელო ბეკლერი, რომელიც ნეიმარის საკითხზე აქტიურად მუშაობს, აცხადებს, რომ ვითარება უკიდურესად დაძაბულია, მაგრამ ნეიმარის აბარგება 100%-ით გადაწყვეტილია, ახლა მთავარი ინტრიგა იმაშია, სად წავა ბრაზილიელი, „რეალში“ თუ „ბარსაში“.
ის, რომ ლა ლიგას სუპერ-ვარსკვლავი დაემატება ფაქტია.
- 13 აგვისტო 2019
- 19 555
- 15
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.