ზიდანი:„ხამესი შესაძლოა წავიდეს, ამას არ გამოვრიცხავ“
ზინედინ ზიდანმა „რომასთან“ მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...
„ეჭვი არ მეპარებოდა, რომ პირველ შეკითხვას დაცვის ხაზთან დაკავშირებით დამისვამდით. გასაგებია, რომ 5 ფეხბურთელი იყო დაცვით ხაზში, მაგრამ ტაქტიკა სხვაგვარი გახლდათ. ამ შემთხვევაში კარვახალს და მარსელოს მცველებად არ უთამაშიათ.“
„ხამესი? არ გამოვრიცხავ მის წასვლას, თუმცა ახლა კოლუმბიელი „რეალში“ ირიცხება და ნებისმიერ დროს შეიძლება დაგვეხმაროს. რა მოხდება 31 აგვისტომდე არავინ იცის.“
„ნეიმარის გაწვრთნა? ის, დიდი ფეხბურთელია და როგორც „რეალში“, ასევე ნებისმიერ სხვა კლუბში შეძლებს შესაძლებლობების წარმოჩენას, მაგრამ ახლა არა ბრაზილიელზე, არამედ ლა ლიგის პირველ ტურზე ვფიქრობ.“
„ეს იყო ბოლო მატჩი, სადაც შეცდომების დაშვების უფლება გვქონდა. ლა ლიგის პირველი ტურიდან კი მუდმივად გამარჯვებაზე უნდა ვიფიქროთ. ექსპერიმენტების დრო ნამდვილად აღარ არის.“
„პოგბა? იგივეს გავიმეორებ, მე მყავს გუნდი, რომელმაც ბოლომდე უნდა იბრძოლოს, რომ სეზონი წარმატებით დაასრულოს.“
- 12 აგვისტო 2019
- 8 212
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.