„რეალი“ კიდევ 3 ფეხბურთელს უშვებს!
ესპანურ გამოცემებზე დაყრდნობით, მადრიდის „რეალი“ კიდევ 3 ფეხბურთელის გაშვებას გეგმავს და მათ სანაცვლოდ მინიმუმ 140 მილიონი ევროს მიღება აქვს დაგეგმილი...
გარეთ ბეილი, ხამეს როდრიგესი, მარიანო დიასი - ეს არის ტრიო, რომელსაც ზინედინ ზიდანი არ ენდობა.
იმ შემთხვევაში, თუ ფლორენტინო პერესი ნეიმარს დაიმატებს, ბეილის მომავალი 100%-ით გადაწყდება და ის დიდი ალბათობით „ბაიერნს“ მიაშურებს. მიუნხენელები „ბლანკოსის“ პასუხს ელოდებიან.
რაც შეეხება ხამესს და მარიანო დიასს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ როდრიგესი „ნაპოლიში“ წავა, მისი ფასი დაახლოებით 40-45 მილიონ ევრომდე იმერყევებს. რაც შეეხება მარიანოს. ფორვარდის დამატებით „მონაკოა“ დაინტერესებული, ფრანგული მხარე 25 მილიონი ევროს გადახდას გეგმავს.
ბეილის წასვლის შემთხვევაში, „მერენგები“ 80 მილიონ ევრომდე მიიღებენ.
როგორც სჩანს, ახლა „ბლანკოსი“ სრულად არის გადართული ნეიმარის ტრანსფერზე. ბრაზილიელის დამატების შემთხვევაში, შემადგენლობაში დიდი ცვლილებები იქნება.
- 11 აგვისტო 2019
- 6 336
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.