ნეიმარის მომავალი 48 საათში უნდა გადაწყდეს
გავრცელებული ინფორმაციით, ორშაბათს მადრიდის „რეალის“ და „პსჟ“-ს ხელმძღვანელობა ერთმანეთს შეხვდება...
მომდევნო 48 საათის განმავლობაში „ბლანკოსის“ ხელმძღვანელობა ნეიმართან დაკავშირებით საბოლოო ინფორმაციას მიიღებს. ფლორენტინო პერესს სურს, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელის ტრანსფერი ლა ლიგის პირველ ტურამდე დაასრულოს.
მას შემდეგ, რაც ლეონარდომ მოლაპარაკებები დაადასტურა, „სატრანსფერო ტემპერატურამაც“ იმატა.
ესპანურ და ფრანგულ გამოცემებზე დაყრდნობით, მხარეები შეთანხმებასთან ახლოს არიან და ორშაბათს დღის ბოლომდე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ.
- 10 აგვისტო 2019
- 4 024
- 6
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.