ესპანური პრესის სიახლენი
ტრადიციულად წარმოგიდგენთ ესპანური პრესის სიახლენს.
არიენ რობენი: ”იმ შემთხვევაში დავტოვებ მადრიდს თუ მომავალი ჩემი გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს”
ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა, მორიგ ინტერვიუში განაცხადა, რომ მას არ სურს სამეფო კლუბის დატოვება და სხვაგან გადაბარგება.ინგლისურ გამოცემასთან ინტერვიუში რობენმა აღნიშნა: ”ჩემით დაინტერესებული იყო ”ტოტენჰემი,” მაგრამ მე უარით გავისტუმრე ”ნისლიანი ალბიონიდან” ჩამოსული წარმომადგენლები.ამ გუნდს დიდ პატივს ვცემ, თუმცა ”რეალიდან” რომ წავიდა ისეთ გუნდში გადავალ, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობს.სიმართლე გითხრათ, გუნდიდან წასლაზე არც ვფიქრობ.ჩემი მოტივი, პელეგრინის ნდობის მოპოვება და ძირითადში ადგილის დამკვიდრებაა.”
როისტონ დრენტე: ”მე ვრჩები”
”მე ფორმაში ვარ და ვრჩები სამეფო გუნდში” - დასძინა ახალგაზრდა ჰოლანდიელმა.როისტონმა პელეგრინის მოწონება დაიმსახურა და ის ამით კმაყოფილია.აღსანიშნავია, რომ დრენტე საზაფხულო არდადეგების დროსაც ვარჯიშობდა და ახლა ფიზიკური კონდიციები რიგში აქვს.მისი დიდი სურვილია ”ფლორენტინო პერესის ახალი პროექტის ნაწილი გახდეს.”
”პელეგრინიმ დამაჯერა, რომ ის ჩემზე თვლის.გასულ მატჩებში მანუელმა რამდენიმე პოზიციას მომარგო, რაც იმას ნიშნავს, რომ მას ჩემი გაშვება არ უნდა.მე ყველაფერს გავაკეთებ, რათა ჩილელის იმედი არ გავაცრუო.”
ალონსოს ახალი თანაგუნდელები აპლოდისმენტებით შეეგებენ
სამეფო გუნდის ახალმა ფეხბურთელმა, ხაბი ალონსომ გუშინ პირველი ვარჯიში გამართა ვალდებებასის ბაზაზე.ფეხბურთელი ახალ თანაგუნდელებს სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ შეუერთდა.ხაბიმ რამდენიმე წუთით დააგვიანა ვარჯიშზე, მაგრამ როდესაც ის სარბენ ბილიკზე გავიდა მადრიდელები მას ოვაციებით შეხვდნენ.”რეალის” ახალწვეული თავს ”ფენომენალურად” გრძნობდა.
ყოფილი მერსესაიდელი ასევე ყოფილ ”ლივერპულელებს” გამოელაპარაკა.
ხორხე ვალდანო: ”შემადგენლობა სრულიად დაკომპლექტდა”
სამეფო გუნდის გენერალურმა დირექტორმა, ხორხე ვალდანომ, განაცხადა, რომ ხაბი ალონსო ბოლო შენაძენიაო.მისი განცხადებით კლუბს ახლა მხოლოდ დატოვებენ ფეხბურთელებიო.
”ჩვენი შემადგენლობა სრულიადაა დაკომპლექტებული.მოხარული ვარ, რომ შევძელით ხაბი ალონსოს გადაბირება.ბასკი ფეხბურთელის შეძენით, 5 წლის წინ იყო დაინტერესებული მადრიდის ”რეალი,” მაგრამ მაშინ არ მოხერხდა ამის გაკეთება.ამ ტარნსფერით ჩვენ ძალიან დიდი ნაბიჯი გადავდგით მომავალის წარმატებისკენ.”
რაფა ბენიტესი: ”ჩვენ ალონსოს დარჩენა გვინდოდა”
”რასაკვირველია, ყველას გვინდოდა რომ ალონსოს კარიერა გაეგრძელებინა ”ლივერპულში,” მაგრამ მან გვითხრა რომ წასლვა სურდა.ჩვენ იმ დღიდან დავიწყეთ ფეხბურთელისათვის საუკეთესო ვარიანტის ძიება” - აღნიშნა ბენიტესმა.
- 6 აგვისტო 2009
- 1 992
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.