ნეიმარის „რეალში“ გადასვლა ძალიან რეალურია
ის, რომ მადრიდის „რეალი“ ნეიმარს იჯარით აიყვანდა, არავის ეგონა, მაგრამ ბრაზილიელი ფეხბურთელი ესპანეთთან ახლოსაა...
„პსჟ“ ყველანაირად ცდილობს ნეის გაყიდვას და სწორედ ამიტომ მიდის ამხელა დათმობაზე. იჯარა და მომდევნო წელს 180 მილიონი ევრო, რათა ფლორენტინო პერესმა წინახაზელის გამოსყიდვა შეძლოს.
Defensacentral-ის ინფორმაციით, მხარეები ხელფასზე ვერ თანხმდებიან, ვინაიდან იჯარის შემთხვევაში ნეიმ სწორედ ის ხელფასი უნდა მიიღოს, რასაც პარიზში იღებს, მადრიდელებისთვის კი ეს ციფრი კოლოსალურია, აქედან გამომდინარე, „ბლანკოსს“ ალტერნატიული წინადადებები აქვს.
- 8 აგვისტო 2019
- 5 286
- 8
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.