რაფაელი დამწუხრებულია
სამეფო კლუბის ჰოლანდიელი ნახევარმცველი დღეს კლინიკაში იმყოფებოდა სადაც მას დიაგნოზი დაუსვეს. ვან დერ ვაარტისთვის წლევანდელი სეზონი დასრულებულია. ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმების შემდეგ ჟურნალისტებს გაესაუბრა...
"ჩემთვის ძალიან რთულია იმის წარმოდგენა, რომ ლა ლიგის ბოლო ოთხ ფინალში მონაწილეობას ვერ მივიღებ, მაგრამ ეს ცხოვრებაა და ვერაფერს შევცვლი. დამწუხრებული ვარ, მაგრამ ოპტიმიზმს მაინც ვინარჩუნებ".
"საბედნიეროდ ტრავმა იმდენად სერიოზული არ გამოდგა, რომ არ მიწევს მსოფლიო ჩემპიონატის გამოტოვება. 2010 წლის მუნდიალზე არ გამგზავრება ჩემთვის უდიდესი დარტყმა იქნებოდა, რომლიs გადატანა ძალიან გამიჭირდებოდა".
"გუნდს როგორც შემეძლება ისე დავუდგები გვერძე. ჩვენ დარჩენილი გვაქვს ოთხი ძალიან რთული შეხვედრა, რომლებშიც მაქსიმალური ყურადღება უნდა გამოვიჩინოთ და ყველას დავუმტკიცოთ, რომ ჩემპიონობის ღირსნი ვართ".
- 26 აპრილი 2010
- 1 651
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.