„პსჟ“-ს ნეიმარის „რეალში“ გაშვება ყველაზე მეტად აწყობს
ფრანგულ „პსჟ“-ს დიდი გეგმები აქვს. ალ ჰელაიფი თავად აქტიურობს, რომ ნეიმარი გაუშვას, თუცმა ამის პარარელურად დიდი თანხის მიღებაც სურს. ამ ეტაპზე ნეის შეძენის კანდიდატებად „მანჩესტერი“, „ბარსელონა“, „იუვენტუსი“ და „რეალი“ ითვლებიან...
„პსჟ“-ს კი ბრაზილიელის გაშვებაზე „რეალში“ ყველაზე მეტად აწყობს. რატომ? იმიტომ, რომ საიჯარო ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, თუ „ბლანკოსი“ მომდევნო წელს ნეიმარს 180 მილიონ ევროს გამოისყიდის, ფლორენტინო პერესის სამომავლო გეგმა, რომელიც 2020 წელს კილიან მბაპეს უკავშირდება ფაქტობრივად ჩავარდება.
ერთი წამითაც არავის სჯერა, რომ „პსჟ“ ორივე ლიდერს შეელევა და „ბლანკოსიც“ მომდევნო ზაფხულს მხოლოდ 2 ფეხბურთელის სანაცვლოდ 400 მილიონ ევრომდე დახარჯავს.
- 7 აგვისტო 2019
- 1 795
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.