„მანჩესტერმა“ პოლ პოგბას მომავალი გადაწყვიტა!
მანჩესტერ „იუნაიტედმა“ პოლ პოგბასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიიღო...
ბრიტანული გამოცემების ინფორმაციით, ინგლისური კლუბი ხვდება, რომ ფრანგს წასვლა ძალიან სურს, მაგრამ ხელმძღვანელობის და მსოფლიო ჩემპიონის აზრები ერთმანეთს არ ემთხვევა.
გავრცელებული ინფორმაციით, „რეალს“ მხოლოდ 1 შანსი ექნება და ესეც იმ შემთხვევაში, თუ ოლე გუნარ სულშერი მილინკოვიჩ-სავიჩს დაიმატებს. ამ ტრანსფერის გარეშე პოლის წასვლა უბრალოდ გამორიცხულია.
ამასთანავე ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, „რეალი“ დათმობაზე მიდის და თანხას ზრდის. მომდევნო 72 საათის განმავლობაში ყველაფერი გადაწყდება, პერესი კი 150 მილიონ ევროს დათანხმდა.
„მანჩესტერის“ საბოლოო გადაწყვეტილება კი ცნობილია, ახლა მადრიდისტები მილინკოვიჩ-სავიჩის ტრანსფერს ქომაგობენ.
- 6 აგვისტო 2019
- 7 263
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.