ესტებან გრანერო დროის ნაკლებობას უჩივის
გრანერო დაიჭირეს კამერებმა, როდესაც ის თანაგუნდელებთან გამოთქვამდა უკმაყოფილებას დროის უქონლობის გამო.
90 წუთით ადრე სარაგოსას წინააღმდეგ მატჩის დაწყებამდე რეალის შემცვლელები იდგნენ მინდორზე და საუბრობდნენ ერთმანეთში.ეს საუბარი ტელევიზიით გააჟღერეს.
როდესაც გრანერომ გამოთქვა უკმაყოფილება სათამაშო დროის ნაკლებობაზე, ამაზე მალელმა მაჰამადუ დიარამ უპასუხა "შემომხედე მე: 1 წელში მე ვითამაშე 6 მატჩი."
დიარამ ასევე მოუწოდა თანაგუნდელს, რომ განეგრძო მუშაობა და შეახსენა, რომ სეზონს ყველა იწყებს თანაბრად.ამაზე კი გრანერომ უპასუხა "მაგრამ მე არ მაქვს ტრავმა" დიარამ კი ლასთან და ბენზემასთან ერთად აღნიშნა, რომ ეს სიმართლე იყო.
მანუელ პელეგრინი მას ამყოფებდა ძირითადში 5 მატჩში ვალიადოლიდის, სპორტინგის ხიხონის, ატლეტიკო მადრიდის და რასინგის წინააღმდეგ.მას არ უთამაშია მას შემდეგ რაც ითამაშა 10 წუთი ვალენსიას წინააღმდეგ.
რაული და ვან დერ ვაარტი ვერ ითამაშებენ სეზონის ბოლომდე, მაგრამ მათ ალბათ ჩაენაცვლებიან ტრავმა მორჩენილი ბენზემა და კაკა, ამიტომ გრანეროს ძირითადში დაბრუნების შანსი მცირდება
წყარო: goal.com
- 26 აპრილი 2010
- 1 721
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.