პრე-სეზონზე ყველაზე მეტს კროოსი თამაშობს
როგორც სჩანს, ზინედინ ზიდანის ყველაზე დიდი ნდობით ტონი კროოსი სარგებლობს...
აღსანიშნავია, რომ გერმანელმა ფეხბურთელმა პრე-სეზონზე ყველაზე მეტი წუთი დაჰყო მოედანზე. ტონის ანგარიშზე 335 წუთია. მის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებლები მარსელო ვიეირას და კარიმ ბენზემას აქვთ, ორივე მოთამაშემ მოედანზე 290 წუთი დაჰყო.
ასევე აღსანიშნავია ედენ აზარის 275 წუთიანი მაჩვენებელი.
რაც შეეხება გარეთ ბეილს. ზინედინ ზიდანი უელსელ ფეხბურთელს მხოლოდ 74 წუთის მანძილზე ენდო და გარეთი ჩამორჩება ისეთ მოთამაშეებს, როგორებიც ფედე ვალვერდე, ტაკეფუსა, ოდრიოზოლა და სხვები არიან.
- 5 აგვისტო 2019
- 988
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.