„რეალის“ საშინელი ანტირეკორდი - შედეგი, რომელიც 1980 წლის შემდეგ არ დაფიქსირებულა
მადრიდის „რეალმა“ მიმდინარე პრე-სეზონზე საშინელი ანტირეკორდი დაამყარა...
ზინედინ ზიდანის გუნდმა პრე-სეზონის ფარგლებში უკვე 5 მატჩი გამართა და 16 გოლი გაუშვა, რაც ძალიან მძიმე შედეგად მოინათლა, ვინაიდან დაცვითი პოტენციალი საერთოდ ვერ გამოვლინდა.
საშუალო მაჩვენებლის მიხედვით, თითო დაპირისპირებაში გუნდი 3 გოლზე მეტს უშვებდა.
მსგავსი შედეგი გუნდს 1980 წლის შემდეგ არ დაუფიქსირებია, მაშინ „ბლანკოსმა“ პრე-სეზონის 5 მატჩში 17 გოლი გაუშვეს.
პირველი მატჩი ზიზუს გუნდმა 3-1 წააგო, შემდეგ იყო „არსენალთან“ 2-2, შემდეგ „ატლეტიკოსთან“ საზარელი მარცხი 3-7, შემდეგ „ტოტენჰემთან“ მარცხი 0-1 და ბოლოს „ფენებაჰჩესთან“ 5-3 გამარჯვება.
იმედი ვიქონიოთ, „ბლანკოსი“ „ზალცბურგთან„ (7 აგვისტო) და „რომასთან“ (11 აგვისტო) გაცილებით უკეთესად წარმოაჩენს თავს უკანა რგოლში.
- 4 აგვისტო 2019
- 3 542
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.