ერთი ნაბიჯი ვან დე ბეეკის ტრანსფერამდე
ესპანური გამოცემები აქტიურად იუწყებიან, რომ დონი ვან დე ბეეკი „ბლანკოსთან“ ახლოსაა...
ამსტერდამის „აიაქსის“ ფეხბურთელმა სამეფო კლუბთან პირად შეთანხმებას უკვე მიაღწია და ახლა მოლაპარაკებები „აიაქსთან“ სრულდება.
გავრცელებული ინფორმაციით, ფლორენტინო პერესი მას იმ შემთხვევაშიც იყიდის, თუ „მერენგების“ რიგებს პოგბა შეუერთდება.
მადრიდში თვლიან, რომ 22 წლის ვან დე ბეეკი ძალიან დიდ გამოცდილებას ფლობს, უმაღლეს დონეზე თამაშობს და ნებისმიერ სტანდარტს დააკმაყოფილებს.
„მარკას“ ინფორმაციით, შეთანხმების შემთხვევაში, დონი „ბლანკოსს“ 6 წლით დაუკავშირებს საკუთარ კარიერას.
- 2 აგვისტო 2019
- 4 026
- 29