ისკო მანჩეტერ „სიტიში“, ლეროი სანე „რეალში“?
ესპანური გამოცემები იუწყებიან, რომ მანჩესტერ „სიტი“ და მადრიდის „რეალი“ ბარტერზე მუშაობენ...
საუბარია ისკო ალარკონისა და ლეროი სანეს გაცვლაზე.
გამომდინარე იქედან, რომ პეპ გუარდიოლა ესპანელის დამატებით უკვე 2 წელია ინტერესდება და შეთანხმებას ვერ აღწევს, მადრიდის „რეალმა“ ახალი პოლიტიკა შეიმუშავა.
„ბლანკოსი“ მზად არის, „სიტის“ ისკო დაუთმოს, მაგრამ სანაცვლოდ სანე უნდა მიიღოს. გარდა ამისა, ფლორენტინო პერესი მზად არის, ისკოს გარდა 20 მილიონი ევრო გაიღოს.
ვნახოთ, წამოვა თუ არა ამ წინადადებაზე მანჩესტერული გუნდის ხელმძღვანელობა.
- 2 აგვისტო 2019
- 2 347
- 7
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.