შარშანდელი დისკვალიფიკაცია დანი კარვახალზე არ იმოქმედებს
ოფიციალურად დადასტურდა, რომ ლა ლიგაში მნიშვნელოვანი წესი შეიცვალა...
აქამდე მოქმედი წესის მიხედვით, წინა სეზონში მიღებული მეხუთე ყვითელი ბარათის გამო, ფეხბურთელი მომდევნო სეზონის პირველ მატჩს ტოვებდა.
ახალი რეგულაციების მიხედვით, გასული სეზონის შედეგები ახალ სეზონზე აღარ იმოქმედებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ლა ლიგის პირველ ტურში „ბლანკოსს“ დანიელ კარვახალი დაეხმარება, რომელიც შარშანდელი სეზონის ბოლოს 5 ყვითელის გამო დისკვალიფიცირებულ იქნა.
ახალი წესით ყველაზე მეტად „ვალენსია“ იხეირებს, რომელსაც გაია და პარეხო უნდა გამოკლებოდა, მაგრამ ისინი მოედანზე პირველივე ტურში გამოჩნდებიან.
- 1 აგვისტო 2019
- 4 271
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.