„პსჟ“-ს დაუჯერებელი შეთავაზება „რეალს“ - ნეიმარი მადრიდისტა ხდება!
ფრანგული გამოცემები აქტიურად იუწყებიან, რომ ნეიმარი „რეალთან“ ახლა იმდენად ახლოს არის, როგორც არასდროს, ვინაიდან მადრიდის „რეალმა“ თავად „პსჟ“-სგან საოცარი წინადადება მიიღო...
გამომდინარე იქედან, რომ „ბლანკოსი“ პოლ პოგბას სანაცვლოდ ასტრონომიულ თანხას იხდის, ნეიმარში ძალიან დიდი თანხის გადახდას ვეღარ შეძლებს, ვინაიდან ამ შემთხვევაში „ფიფას“ მიერ დაწესებულ სანქციებს ვერ აცდება.
„პსჟ“ მზად არის, ნეიმარს ფიქსირებული ფასი დაუწესოს 180 მილიონი ევროს სახით და მადრიდის „რეალს“ შემდეგი წინადადებით მიმართავს. ფრანგული კლუბი მზად არის, „მერენგებში“ ბრაზილიელი ამ წელს უფასოდ გაუშვას, ხოლო 2020 წლის ივლისის თვეში 180 მილიონი ევრო მიიღოს. ამ შემთხვევაში, ფლორენტინო პერესს არანაირი Fair Play-ს პრინციპის დარღვევა აღარ მოუწევს.
ჯერ-ჯერობით უცნობია, სხვა დეტალები, მაგრამ ნეიმარის და „პსჟ“-ს ურთიერთობა იმდენად მძიმეა, რომ ალ ჰელაიფი დათმობაზე მიდის.
გარდა ამისა Bernabeudigital, L'Equipe-ზე დაყრდნობით გვამცნობს, რომ პარიზულმა კლუბმა „ბლანკოსს“ მოსაფიქრებლად ვადა 10 აგვისტომდე მისცა.
- 1 აგვისტო 2019
- 12 533
- 8