De Teleegraf - ვან დე ბეეკი „რეალთან“ ახლოსაა
‘De Teleegraf’ იუწყება, რომ ამსტერდამის „აიაქსს“ მადრიდის „რეალმა“ კიდევ ერთხელ მიმართა და დონი ვან დე ბეეკი სამეფო კლუბთან ახლოს არის...
ვან დე ბეეკს „ბლანკოსის“ გარდა 4 შემოთავაზება აქვს, მაგრამ ყველაზე მეტად ზინედინ ზიდანის კლუბისკენ მიუწევს გული.
თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ფეხბურთელის დაყოლიება პრობლემა არ არის. მთავარი იმ 50 მილიონ ევროზე შეთანხმებაა, რომელსაც პერესი ჰოლანდიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ ითხოვს.
„აიაქსი“ ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ დონის სანაცვლოდ მაქსიმალური თანხა მიიღოს, თუმცა „მერენგები“ პოზიციას არ ცვლიან და სჯერათ, რომ შეთანხმება შედგება.
- 1 აგვისტო 2019
- 2 376
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.