აზარი:„იმისათვის, რომ ლა ლიგა მოვიგოთ განსაკუთრებული სტაბილურობაა საჭირო“
ედენ აზარმა ერთმანეთს ლა ლიგა და პრემიერლიგა შეადარა...
„პრემიერლიგას ძალიან დიდ პატივს ვცემ და მივიჩნევ, რომ ინგლისელებს საამაყო ჩემპიონატი აქვთ. იქ არაერთი ძლიერი გუნდია, რომელიც ჩემპიონობისთვის იბრძვის. გრანდებს შორის არიან „სიტი“, „იუნაიტედი“, „ჩელსი“, „ლივერპული“, „არსენალი“ და „ტოტენჰემი“. ერთი შეხედვით კონკურენცია მართლაც დაუჯერებლად დიდია.“
„რაც შეეხება ლა ლიგას. მე ვთვლი, რომ ესპანეთის ჩემპიონატს „რეალის“, „ბარსელონას“ და „ატლეტიკოს“ სახით გამოკვეთილი ფავორიტები ჰყავთ, თუმცა არსებობს საშუალო დონის გუნდები, რომლებსაც ნებისმიერი მატჩის მოგება შეუძლიათ.“
„ესპანეთის ჩემპიონატის მოსაგებად განსაკუთრებული სტაბილურობა იქნება საჭირო, ამისათვის კი ჩვენ მზად ვართ. ვეცდებით, რომ ყველა მატჩს სრული სერიოზულობით მივუდგეთ და დავამტკიცოთ, რომ ძალიან დიდი მიზნებისთვის ბრძოლა შეგვიძლია.“
„როდესაც შენი უშუალო კონრეკურენტი „ბარსელონა“ და „ატლეტიკოა“, ძალიან ბევრი უნდა იმუშავო.“
- 31 ივლისი 2019
- 1 615
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.