ვარანი:„წავაგეთ, მაგრამ ცუდად არ გვითამაშია, პოგბა? ის შესანიშნავია“

რაფაელ ვარანმა „ტოტენჰემთან“ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა...

„ინდივიდუალურ დონეზე შეცდომებს ვუშვებდით, მაგრამ ეს გამოსწორებადია. დიახ, „რეალმა“ წააგო, თუმცა პროგრესი აშკარაა. გუნდმა გაცილებით უკეთესი ფეხბურთი ითამაშა და ბევრი ასპექტი გააუმჯობესა. თვალდახუჭული ვენდობი ყველა მოთამაშეს და მჯერა, რომ სეზონს ძალიან კარგად დავიწყებთ.“

„წონასწორობა და სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ. მახსოვს 2017 წლის პრე-სეზონი, სადაც ძალიან ცუდი შედეგები გვქონდა, მაგრამ როგორ დაიწყო და დასრულდა ის სეზონი ყველას კარგად მოეხსენება. სტატისტიკით და ისტორიით თავს არ ვიმშვიდებ, მაგრამ „ბლანკოსი“ ოფიციალურ მატჩებს სულ სხვა დონეზე ითამაშებს.“

„პოლ პოგბა ჩემი თანაგუნდელი არ არის, ის შესანიშნავია, მაგრამ „რეალს“ არ ეკუთვნის, აქედან გამომდინარე, მასთან ერთად სამომავლო გეგმებზე საუბარი მიჭირს.“

„სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე „რეალი“ შესაძლოა ნებისმიერმა მოთამაშემ დატოვოს და ასევე ნებისმიერი მოვიდეს. ეს რთული და საკმაოდ მრავალეტაპიანი პროცესია.“

„ზიდანი შეშფოთებული არ არის. ფრანგმა სპეციალისტმა ძალიან კარგად იცის, რა შეუძლია მის გუნდს და ცდილობს, რომ როგორც ინდივიდუალურ, ასევე ფიზიკურ დონეზე ვპროგრესირდეთ.“

  • Ramos
  • 30 ივლისი 2019
  • 1 555
  • 2

1

30 ივლისი 2019 23:45

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
მართალია ჯერ ადრეა ზოგადად რამეზე საუბარი,თუმცა ისევ იმ აზრზე ვარ,რომ რომ არა რონალდო ზიდანი ვერც ვერაფერს ვერ იზავდა. ზუზუ შეიძლება კაი მოტივატორია,თუმცა მცოდნე მწვრთნელი არაა. მან არ იცის გუნდი როგორ გამოიყვანოს მდგომარეობიდან. ზიდანმე ჩაიბარა რეალი,რომელის დროსაც უკლებლივ ყველა ფეხბურთელს ქონდა ფორმის პიკი და პლიუს უდაოდ ჰაი კლასის შემადგენლობა ყავდა. მე მაინც მგონია,რომ სალაჰის და მბაპეს გარეშე,ეს გუნდი დიდ შედეგებს ვერ დადებს.

2

30 ივლისი 2019 23:47

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: კასილასი-THE best
მართალია ჯერ ადრეა ზოგადად რამეზე საუბარი,თუმცა ისევ იმ აზრზე ვარ,რომ რომ არა რონალდო ზიდანი ვერც ვერაფერს ვერ იზავდა. ზუზუ შეიძლება კაი მოტივატორია,თუმცა მცოდნე მწვრთნელი არაა. მან არ იცის გუნდი როგორ გამოიყვანოს მდგომარეობიდან. ზიდანმე ჩაიბარა რეალი,რომელის დროსაც უკლებლივ ყველა ფეხბურთელს ქონდა ფორმის პიკი და პლიუს უდაოდ ჰაი კლასის შემადგენლობა ყავდა. მე მაინც მგონია,რომ სალაჰის და მბაპეს გარეშე,ეს გუნდი დიდ შედეგებს ვერ დადებს.

გეთანხმები მეგობარო.სამივე ლიგა რონალდუმ მოიგო და არა ზიდანმა.მბაპეს გარეშე მაგრად გაბანძდება რეალი.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)