ზიდანი:„დავრწმუნდი, რომ მომენტების რეალიზაციაზე ბევრია სამუშაო“
ზინედინ ზიდანმა „ტოტენჰემთან“ მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...
„წაგება არასდროსაა სასიამოვნო, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ გუნდმა ბევრი ასპექტი გააუმჯობესა. ეს იყო გაცილებით კარგი მატჩი, ვიდრე პრე-სეზონის წინა დაპირისპირებები. არსებობდა მეტი ბალანსი, მეტი სიზუსტე და მეტი კომბინაცია, თუმცა „ტოტენჰემთან“ წაგებით კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ „რეალს“ საშემსრულებლო ნაწილში უჭირს და ამაზე ბევრია სამუშაო. კარში დარტყმის დროს სიზუსტე და მომენტების მაქსიმალური რეალიზაცია ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია.“
„ხამეს როდრიგესი? მან გუნდთან ერთად ივარჯიშა. ჯერ-ჯერობით არ ვიცი, რა ბედი ეწევა კოლუმბიელს, ახლა მხოლოდ აუდის თასის მეორე მატჩზე ვფიქრობ, რომლის დაწყებამდეც უკვე საათები რჩება.“
„კეილორ ნავასმა შესანიშნავი მატჩი ჩაატარა. კოსტარიკელმა კარი არაერთხელ იხსნა და მადლობა მას ასეთი ეფექტური გამოსვლისთვის. აქ ძირითად შემადგენლობაში გარანტირებული ადგილი არავის აქვს, ამიტომ ყველამ ბოლომდე უნდა ივარჯიშოს და ეცადოს, რომ მუდმივად მოწოდების სიმაღლეზე იდგეს. სტაბილურობა აუცილებელია.“
„მსურს თუ არა ხამესის დარჩენა? მე ახლა სხვა თემებზე ვსაუბრობ.“
„თავდაჯერებულობის დაკარგვას ნამდვილად არ ვაპირებ. 31 აგვისტომდე ყველაფერი შეიძლება მოხდეს, შესაძლოა ფეხბურთელებიც დავიმატოთ, მაგრამ მერწმუნეთ, ამ შემადგენლობასაც ძალიან დიდი პოტენციალი აქვს.“
„რატომ არ წამოვიყვანე ბეილი გერმანიაში? იმიტომ, რომ ის 100%-ით მზად არ იყო. ექიმების რეკომენდაციით უელსელი მადრიდში დარჩა და იქ სატრენაჟორო დარბაზში ვარჯიშობს.“
„კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ტრანსფერებს არ გამოვრიცხავ, სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ჯერ კიდევ 1 თვეა დარჩენილი.“
- 30 ივლისი 2019
- 11 100
- 5
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.