„რეალმა“ „სიტის“ მიმართა - სამეფო კლუბში ლეროი სანეს ელოდებიან!
ბრიტანულ და ესპანურ გამოცემებზე დაყრდნობით, მადრიდის „რეალმა“ მანჩესტერ „სიტის“ ლეროი სანეს ტრანსფერზე მიმართა...
გერმანელ ფეხბურთელს ინგლისურ კლუბთან კონტრაქტი 2021 წელს ეწურება და ასევე ცნობილია, რომ წინახაზელმა ახალ ხელშეკრულებაზე უარი თქვა, რაც იმას ნიშნავს, რომ მანჩესტერულმა კლუბმა მის გაყიდვაზე ფიქრიც დაიწყო.
სანეს შეძენა მიუნხენის „ბაიერნს“ სურს და მანჩესტერულ კლუბთან ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს, მაგრამ შეთანხმება ჯერ-ჯერობით ვერ შედგა.
მადრიდის „რეალს“ სურს, რომ სანე მადრიდისტა გახადოს და ფეხბურთელი სამშობლოში არ გაუშვას, ამისათვის კი ფლორენტინო პერესმა გუარდიოლას კლუბს 75 მილიონიანი წინადადებით მიმართა.
სამეფო კლუბში სანეს ელოდებიან, დედაქალაქელებს აინტერესებს, სად ურჩევნია თამაში ლეროის, ბუნდესლიგაში თუ ლა ლიგაში.
იმ შემთხვევაში, თუ „სიტისთან“ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება, „ბლანკოსი“ მაღალი დონის წინახაზელს დაიმატებს და იმ პრობლემას მოხსნის, რომელიც ასენსიოს ტრავმით არის გამოწვეული არ არის გამორიცხული, პერესი ბეილსაც შეელიოს.
- 31 ივლისი 2019
- 4 795
- 8
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.