ედენ აზარს კვლავ წონის პრობლემა აქვს
მას შემდეგ, რაც აზარი „რეალის“ ფეხბურთელი გახდა, არ წყდება ჭორები მის ჭარბ წონასთან დაკავშირებით...
პრე-სეზონის დაწყების შემდეგ გაირკვა, რომ ედენს 5 კილოგრამი ჰქონდა მომატებული, თუმცა 10 დღის თავზე გამოცხადებული ინფორმაციის მიხედვით, ბელგიელმა წონაში დაიკლო და იდეალურ კონდიციაში იმყოფება.
ესპანური გამოცემები კი იუწყებიან, რომ მიუნხენში გაფრენის წინ ფეხბურთელები კვლავ აიწონნენ და აზარი ნორმის ზედა ზღვარზე 2 კილოგრამით მეტია.
ჯერ-ჯერობით უცნობია, რა მეთოდების გამოყენებას ეცდება სამწვრთნელო შტაბი იმისათვის, რომ ბელგიელი წინახაზელი სეზონის სტარტს იდეალურ წონაში მყოფი შეხვდეს.
- 30 ივლისი 2019
- 2 849
- 6