ტრავმების ეპიდემია მადრიდის „რეალში“
რა ხდება სამეფო კლუბში? ეს კითხვა ძალიან ბევრ მადრიდისტას და არამადრიდისტას აწუხებს...
ზუსტად 21 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც ზინედინ ზიდანმა პრე-სეზონი დაიწყო, მაგრამ საქმე არც ისე კარგად მიდის.
მადრიდის „რეალმა“ ზარ-ზეიმით წარადგინა ფიზ.მომზადების ახალი მწვრთნელი დიუპონი, რომელიც აქამდე საფრანგეთის ნაკრებში ძალიან დიდი წარმატებით მუშაობდა და მსოფლიო დონის სპეციალისტად ითვლება.
3 კვირის თავზე მივიღეთ შედეგი - ასენსიო 8-9 თვეს გამოტოვებს, ფერლან მენდის აღდგენითი პროცესისთვის 1 თვე სჭირდება, ბრაჰიმ დიასი 21 დღიან სარეაბილიტაციო კურსს მალე დაასრულებს, ლუკა იოვიჩს 3 კვირიანი მკურნალობა სჭირდება, ტიბო კურტუა კოლექტივს დაახლოებით 30 დღით გამოემშვიდობა.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ ზიდანის ირგვლივ საქმე არც ისე კარგად მიდის და გუნდში ტრავმების ეპიდემიაა, რისი მიზეზით ჯერ-ჯერობით აბსოლუტურად უცნობია.
ერთადერთი ტრავმა, რომელსაც ვერცერთი ფიზ.მომზადების მწვრთნელი ვერ გათვლის, ასენსიოს დაზიანებაა, მას ოპერაცია სჭირდება. დანარჩენ შემთხვევებში ჩვენ საქმე გვაქვს კუნთების დაზიანებასთან, რაც პირდაპირ კავშირშია ზიზუს დამხმარესთან.
ისმის კითხვა? სწორად მუშაობს სამწვრთნელო შტაბი ფიზიკური მომზადების მიმართულებით?
- 30 ივლისი 2019
- 3 589
- 11
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.