რონალდუ:„მსურს ყველას ბოდიში მოვუხადო „რეალის“ დატოვებისთვის“
კრიშტიანო რონალდუ „მარკას ლეგენდის“ სტატუსით სარგებლობს. პორტუგალიელმა ფეხბურთელმა გრანდიოზულ ღონისძიებაზე ოფიციალურად ჩაიბარა სპეციალური ჯილდო, რომელსაც მხოლოდ მსოფლიოს გამორჩეული ადამიანები ფლობენ. „შვიდიანმა“ კომენტარიც გააკეთა...
„ეს არის განსაკუთრებული დღე ჩემ ცხოვრებაში, ვინაიდან ვიმყოფები მადრიდში. ქალაქში, სადაც ბევრი წელი ვიცხოვრე და საოცარი ტიტულები მოვიგე. მადრიდის „რეალი“ ჩემთვის დაუვიწყარი კლუბია, რომელმაც ძალიან ბევრი მომცა. ემოციებით აღსავსე ვარ და ბედნიერებას ვერ ვმალავ, რომ „მარკამ“ ასე დამაფასა. ყველას დიდი მადლობა, ვინც დღევანდელ საღამოში წვლილი შეიტანა.“
„თავს დამნაშავედ ვგრძნობ, რომ მადრიდიდან წავედი. მსურს, ყველა მადრიდისტას ბოდიში მოვუხადო, განსაკუთრებით ბავშვებს. მადრიდში დავბრუნდი, ვიცი, რომ აქ ყველას ვუყვარვარ და სხვაგან თამაშის მიუხედავად პერსონალურად მქომაგობენ.ეს ყველაფერი მაბედნიერებს და უფრო ძლიერს მხდის.“
- 30 ივლისი 2019
- 15 646
- 5
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.