„რეალის“ საბოლოო შეთავაზება „მანჩესტერს“
მადრიდის „რეალმა“ მანჩესტერ „იუნაიტედს“ საბოლოო წინადადებით მიმართა. გამომდინარე იქედან, რომ ინგლისში სატრანსფერო ფანჯარა 8 აგვისტოს იხურება, ფლორენტინო პერესს ძალიან მცირე დრო აქვს...
ABC იუწყება, რომ „მერენგებმა“ ინგლისურ მხარეს საკმაოდ სოლიდური წინადადებით მიმართეს.
„რეალი“ მზად არის პოგბას სანაცვლოდ 125 მილიონი ევრო გადაიხადოს. გარდა ამისა, ჩემპიონთა ლიგის მოგების შემთხვევაში „მერენგები“ „იუნაიტედს“ დამატებით 7 მილიონს გადაუხდიან, ლა ლიგის მოგების შემთხვევაში 4 მილიონს, ხოლო სამეფო თასის მოგების შემთხვევაში 1.5 მილიონს.
ზემოაღნიშნული პირობა გავრცელდება პოგბასთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 წლის განმავლობაში, რაც იმას ნიშნავს, რომ „მანჩესტერს“ სერიოზული ბონუსის მიღება შანსი ნამდვილად ექნება.
- 29 ივლისი 2019
- 4 625
- 10