Marca - ბორხა „ლევანტეში“ ბრუნდება
ესპანური გამოცემა - „მარკა“ იუწყება, რომ მადრიდის „რეალი“ ბორხა მაიორალს „ლევანტეში“ უშვებს...
„ლევანტე“ ესპანელი ფორვარდისთვის ნაცნობი კლუბია. მან 1 წლის განმავლობაში იჯარის წესით ითამაშა ვალენსიურ კოლექტივში.
ჯერ-ჯერობით უცნობია, რა პირობაზე თანხმდბიან მხარეები, თუმცა მადრიდის „რეალს“ მაიორალის გაშვება იჯარით აღარ სურს, კლუბის მიზანი ესპანელის გაყიდვა და მინიმუმ 15 მილიონი ევროს მიღებაა.
ზემოაღნიშნულ წყაროზე დაყრდნობით, „მერენგები“ ბორხას წასვლას ოფიციალურად ორშაბათს დაადასტურებენ.
- 28 ივლისი 2019
- 879
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.