რამოსი:„ყველა ფეხბურთელი ცუდ განწყობაზეა“
სეხიო რამოსმა მადრიდული დერბის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა...
„განცხადები რა თქმა უნდა, არ არის კარგი, მაგრამ მერწმუნეთ, ჩვენ ბევრს ვიმუშავებთ იმისათვის, რომ სეზონს სტარტს მაღალ დონეზე შევხვდეთ.“
„მსურს ვუთხრა „ატლეტიკოს“ ფეხბურთელებს, რომ მათი მომენტების რეალიზაციის მხარე საოცარი იყო და დაუჯერებელი სიზუსტით თამაშობდნენ. სიმეონეს უნდა მივულოცოს და მზადება განვაგრძოთ.“
„დასკვნების გაკეთება ნამდვილად ადრეა. ის, რომ საუკეთესო ფორმაში არ ვართ ნამდვილად ფაქტია, მაგრამ ჯერ ხომ პრე-სეზონის ეტაპზე ვიმყოფებით. წინ ძალიან მნიშვნელოვანი ვარჯიშები გველის.“
„ჩვენ დღეს ამხანაგურ მატჩს ვატარებდით, „ატლეტიკომ“ კი ისე ითამაშა, როგორც ფინალური მატჩი. ამიტომ განსხვავება დიდი იყო.“
„დასკვნების გამოტანა მაშინ იქნება შესაძლებელი, როდესაც სეზონი დაიწყება, რამდენიმე ტური გაივლის და „ბლანკოსის“ თამაშის ხარისხი შეფასდება.“
„მატჩის პირველი ნახევრის შემდეგ გასახდელში ვისაუბრეთ და დაშვებული შეცდომი გავაანალიზეთ, მეორე ტაიმში შედარებით უკეთესი ფეხბურთი ვითამაშეთ, მაგრამ ეს არ აღმოჩნდა საკმარისი. ინტენსივობა გვაკლდა.“
„ზიზუ კმაყოფილია ჩვენი ვარჯიშით და დარწმუნებული ვარ, ყველაფერი კარგად იქნება.“
„ვენდობი სამეფო კლუბის ყველა ფეხბურთელს და მჯერა მათი მოტივაციის, ჩვენ მომდევნო სეზონში მწვერვალების დაპყრობას ვგეგმავთ.“
„თითოეული მოთამაშის მომავალი თავად ფეხბურთელზეა დამოკიდებული. ბეილთან დაკავშირებით პრესაში არაერთგვაროვანი ინფორმაციები ვრცელდება. ზოგიერთი სიმართლეს შეესაბამება, ზოგიერთი კი არა.“
- 27 ივლისი 2019
- 6 578
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.