ზიდანი:„ჩვენ გვაკლდა ინტენსივობა, „ატლეტიკო“ კი შესანიშნავ ფორმაშია“

ზინედინ ზიდანმა „ატლეტიკოსთან“ საშინელი მარცხის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...

„როდესაც მე-8 წუთზე ანგარიში 0:2-ია, ძალიან მძიმე მდგომარეობაოში ვარდები. გუნდი თამაშში ვერ დაბრუნდა და საბოლოო ჯამში კატასტროფული მარცხი განვიცადეთ. გამოჩნდა, რომ სიმეონეს გუნდი გაცილებით კარგ ფორმაშია, მაგრამ მერწმუნეთ, საგანგაშო არაფერია და „ბლანკოსი“ სეზონს მოწოდების სიმაღლეზე დაიწყებს, ჩვენ აუცილებლად გავაუმჯობესებთ მდგომარეობას.“

„ფეხბურთელები დათრგუნულები არიან, მაგრამ მე მათ გასახდელში ვუთხარი, რომ ეს მხოლოდ პრე-სეზონია და მთავარია სეზონის დასაწყისს შეხვდეთ უმაღლეს დონეზე.“

„დიახ, მე არ ვამბობ, რომ „ატლეტიკო“ უკეთესი არ იყო, მაგრამ მთავარია როგორ ითამაშებს გუნდი 17 აგვისტოს, როდესაც ლა ლიგის პირველი ტური გაიმართება.“

„რამ განაპირობა ეს ანგარიში? მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი პირველ 8 წუთში გადაწყდა. ფეხბურთელები დაბნეულები იყვნენ და საბოლოო ჯამში მძიმე შედეგებამდე მივედით.“

„ახლა დავისვენებთ და მომდევნო მატჩზე ვიფიქრებთ. როგორ უნდა მოხდეს გუნდის მოტივირება? მე ვფიქრობ, ამ მარცხმა დიდი მოტივაცია უნდა მოგვცეს და ვაჩვენოთ ჩვენი რეალური ძალა.“

„ისევ ბეილის მომავალზე მეკითხებით, მე კი გუნდის წარმატებისკენ ვიღწვი.“

„ტაკეფუსა დერბიშიც აქტიურად შემოვიდა, მაგრამ ისეთი ეფექტური არ იყო, როგორც შეეძლო, რაც გუნდის საერთო თამაშიდან გამომდინარეობდა.“

  • Ramos
  • 27 ივლისი 2019
  • 11 133
  • 6

1

27 ივლისი 2019 10:51

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ვითომ მოიყვანეს სასტავი მაგრამ არაა ეგ ის სასტავი ტიტულებისთვის რომ გაიწევს ჩემი აზრით და აზარს ისევ ჩელსიში გონია თავი , კურტუას ერთი ბურთი მაინც უნდა აეღო მოკლედ კატასტროფაა რა

2

27 ივლისი 2019 10:57

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 71
კიდე კაი რო არ გავათენე ამ თამაშისთვის, რაჯანდაბაა 7-3უკვე ზედმეტია, რაცარუნდა ამხანაგური იყოს, 3 თამაში ჩავატარეთ და ვერცერთი ვერ მოვიგეთ ასე შორს ვერ წავალთ ჩვენ, გუნდი ესეთი უმოტივაციო როგორ უნდა იყოს რო 7გოლს უშვებდეს, ატლეტიკომ წამყვანი მოთამაშეები დაკარგა და მაინც ფორმაშია, ჩვენ ხალხი ვიყიდეთ და მაინც არაფერი გვშველის, ფიზიოს მწვრთნელზე ყველა ამბობდა ასეთი მაგარია გაწურავს ფეხბურთელებს ფორმაში იქნებიანო და ტრამვებს იღებენ ერთი მეორეს მიყოლებით, შეტევაში 0 ვართ ისევ ბენზემას იმედად დავრჩით, რატო გონია ვინმეს რო ეგ საერთოდ ფორვარდია აზრზე არავარ, გასაგებია რო ეხმარებაო და ბოდიალობენ რაგაცას მაგრამ პასის გამკეთებელი რეალს არაკლია გოლის გამტანი კიდე არავინაა, ასე თუ გავაგრძელეთ შარშანდელი სეზონი სანატრელი გვექნება და არც ზიზუს დადგება კარგი დღე

3

27 ივლისი 2019 10:59

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 534
დავიცადოთ ცუდი სტარტი თან მეგობრულ-სავარჯიშო თამაშებში არაფერია. კი მართალია გულ დასაწყვეტია შენი გუნდი რომ 7 გოლს უშვებს მაგრამ ეგ არაფერი. ამ თამაშებით გამოჩნდება რა ტაქტიკა და რომელი ფეხბურთელები შეირჩევა მთელი სეზონისთვის. ერთ-ერთი თვალსაჩინო რაც არის და რაც გამოჩნდა კაზემიროს დანაკლისია. ყველანი ვიძახით მოდრიჩი კროოსი და ასე შემდეგ, მაგრამ რეალურად კაზემიროს გარეშე რეალი არის ნული! მასზე უკეთ ვერ აბალანსებს თამშს შეტევაში და დაცვაში.

4

27 ივლისი 2019 11:02

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
წელს ატლეტიკო იბრძოლებს ლალიგისთვის ისევ მესამე ადგილზე გავალთ ამის დედაც რა

5

27 ივლისი 2019 11:29

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ამ თამაშით გამოჩნდა ის,რომ ვერცერთ დიდ გუნდს ვერ გაუწევს წინააღმდეგობას. ადრეც დავწერე და ახლაც იგივე აზრზე ვარ. აზარი და იოვიჩი ვერაფერს ვერ იზავენ. რეალს ჭირდებოდა ტოპ კლასის თავდამსხმელი,რომელიც სეზონში მინიმუმ 25-30 გოლს გაიტანდა. მარა ბენზემა ხო ხელსეუხებელია და მაგიტომაც იყიდეს იოვიჩი,რომელიც სუფტა ბენზემას შემცვლელად მოიაზრება და არა ძირითადის ფეხბურთელად. დალშე ეს როდრიგო,კუბო,მენდი რამდენად არის გუნდის გაძლიერება,თქვენთვის მომინდია

6

28 ივლისი 2019 07:53

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 265
"როდესაც მე-8 წუთზე ანგარიში 0:2-ია, ძალიან მძიმე მდგომარეობაოში ვარდები"

ეს ვითომ მწვრთნელი რაებს ლაპარაკობს? უტვინო!!! მე-8 წუთზე რო 0-2-ია, კიდევ 82 წუთი გაქვს სათამაშო და 2-ს კი არა 10-ს გაიტან. აბა 92-ზე რო იქნება 0-2 მერე რა გიშველის?

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)