ვინიციუსი:„მსურს, მომდევნო სეზონში ბევრად ეფექტური ვიყო“
ვინიციუს ჟუნიორმა „ატლეტიკოსთან“ მატჩის წინ კომენტარი გააკეთა...
„წინ საკმაოდ რთული მატჩი გველის. პრე-სეზონის მესამე დაპირისპირებაა და ვთვლი, რომ უკვე დროა რეალური ძალა ვაჩვენოთ.“
„მეტოქე ძალიან ძლიერია, თუმცა გამარჯვება შეგვიძლია, მე ამის მჯერა და მწამს.“
„მომდევნო სეზონს დიდი იმედით ვუყურებ და მსურს, რომ ბევრად ეფექტური ვიყო.“
„შარშან საკმაოდ დიდი გამოცდილება დავაგროვო და იმედი მაქვს, კიდევ უფრო დიდ პროგრესს ვაჩვენებ. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული წუთი, რომელსაც მოედანზე ვატარებ.“
„ფიზიკური თვალსაზრისით თავს შესანიშნავად ვგრძნობ. მას შემდეგ, რაც მადრიდელი გავხდი, ძალიან გავძლიერდი, ვინაიდან აქ უდიდესი მოთხოვნებია.“
- 26 ივლისი 2019
- 977
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.