110 მილიონი ხამესის, მარიანოს, ლუკას სილვას და მაიორალის სანაცვლოდ
მადრიდის „რეალს“ კონკრეტული გეგმა აქვს, რომელიც ძალიან მალე უნდა განხორციელდეს...
ფლორენტინო პერესს ხამეს როდრიგესის, ლუკას სილვას, მარიანო დიასისა და ბორხა მაიორალის სანაცვლოდ 110 მილიონი ევროს მიღება აქვს დაგეგმილი.
„ბლანკოსი“ აპირებს, რომ ოთხივე მოთამაშე გაყიდოს და საიჯარო ხელშეკრულებები არ განიხილოს.
ხამესის ფასი 40-45 მილიონი ევრო იქნება. 20 მილიონ ევრომდე ღირს ლუკას სილვა. ანალოგიური თანხის მიღება სურს პერესს ბორხა მაიორალის სანაცვლოდ.
რაც შეეხება მარიანო დიასს. „ბლანკოსს“ ფორვარდის სანაცვლოდ 25 მილიონი ევროს მიღება სურს.
- 26 ივლისი 2019
- 1 864
- 5
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.