„რეალი“ ბორხა მაიორალის იჯარით გაშვებას აღარ გეგმავს
ესპანური გამოცემების ინფორმაციით, მადრიდის „რეალმა“ დაბლოკა ყველა წინადადება, რომელიც ბორხა მაიორალის იჯარით გაშვებას ეხებოდა...
ფლორენტინო პერესი თვლის, რომ ბორხა უნდა გაიყიდოს. ამ ეტაპზე „რეალში“ 4 ცენტრალური ფორვარდია მარიანოს, ბენზემას, იოვიჩის და ბორხას სახით, რაც აბსოლუტურად აღემატება იმ საჭიროებებს, რომელიც „ბლანკოსს“ აქვს.
პერესმა გადაწყვიტა, რომ მხოლოდ ის წინადადებები განიხილოს, რომელიც ბორხას ყიდვისკენ იქნება მიმართული და არა იჯარით წაყვანიკენ.
22 წლის ფეხბურთელმა არაერთ კლუბში ითამაშა იჯარის წესით, როგორც ესპანეთში, ასევე მის ფარგლებს გარეთ და საკმაოდ დიდი გამოცდილება მიიღო.
ჯერ-ჯერობით უცნობია, რომელ კლუბში განაგრძობს მაიორალი ასპარეზობას, თუმცა ფაქტია, რომ ის ზიდანის გეგმებში არ შედის და მომდენვო სეზონში სამეფო კლუბის ღირსების დამცველი არ იქნება.
- 25 ივლისი 2019
- 1 451
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.