სემი ხედირა „რეალში“ ბრუნდება?
იტალიური გამოცემები იუწყებიან, რომ ტურინის „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელი, მაურისიო სარი გერმანელი ნახევარმცველის, სემი ხედირას ადგილს გუნდში ვეღარ ხედავს...
ჩამშლელი ახალ კლუბს ეძებს. ყველაზე დიდ აქტიურობას მის მიმართ „ვულვერჰემპტონი“ იჩენს, მაგრამ ვრცელდება ინფორმაცია, რომ რადარზე მადრიდის „რეალიც“ გამოჩნდა.
არაოფიციალური ინფორმაციით, სამეფო კლუბი 32 წლის მოთამაშეს 2 წლიან კონტრაქტს შესთავაზებს.
სამეფო კლუბში ხედირას კაზემიროს შემცვლელად მოიაზრებენ და თვლიან, რომ გერმანელი ნახევარმცველის უმაღლეს დონეზე თამაშის გამოცდილება დიდ სარგებელს მოიტანს.
- 25 ივლისი 2019
- 2 713
- 6
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.